კრიტერიუმები/სკალა
|
დაბალი
1-2 ქულა
|
საშუალოზე დაბალი
3-4 ქულა
|
საშუალო
5-6 ქულა
|
საშუალოზე მაღალი
7-8 ქულა
|
მაღალი
9-10 ქულა
|
ტექსტზე მუშაობა
|
ინტერესს არ ავლენს გაკვეთილის თემისადმი
|
ახერხებს მუშაობას ტექსტზე, ვერ ახერხებს წაკითხულის ლოგიკურ გააზრებას.
|
მუშაობს ტექსტზე, ცდილობს მიღებული ინფორმაციის ნაწილობრივ გადმოცემას.
|
ტექსტზე დამოუკიდბლად მუშაობს, გადმოსცემს ათვისებულ მასალას, ადარებს და მსჯელობს ახალი ინფორმაციის გარშემო.
უშვებს მცირე შეცდომებს |
ტექსტზე მუშაობს, მიღებული ინფორმაციის გარშემო ლოგიკურად მსჯელობს და
გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას.
|
ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში
|
დაბნეულია და ვერ ახერხებს თანამშრომლობას თანატოლებთან.
|
ცდილობს ითანამშრომლოს, თუმცა უჭირს საკუთარი აზრის გამოთქმა.
|
ჩართულია საგ. პროცესში, ახეხრხებს თანამშრომლობას და საკუთარი აზრის დაფიქსირებას, თუმცა ახასიათებს ხარვეზები.
|
შესწევს უნარი იმუშაოს და ითანამშრომლოს თანატოლებთან.
გამოთქვამს საკუთარ აზრს და ახერხებს ლოგიკურად მსჯელობას. |
საგაკვეთილო პროცესში აქტიურობს, ლოგიკურად, დასაბუთებულად მსჯელობს მასალის გარშემო, აფიქსირებს საკუთარ მოსაზრებას და დამოკიდებულებას თემის გარშემო. ნათელი და გასაგებია მისი გამოთქმული აზრი.
|
დამოუკიდებელი მუშაობა
|
ვერ ახერხებს მუშაობას.
|
მცირე ინტერესს ავლენს.
|
ძირითადად გამოხატავს ინტერესს.
ახერხებს დააფიქსიროს საკუთარი აზრი სიტყვიერად.
|
უჩვენებს ინტერესს დავალებისადმი. მუშაობს და აფიქსირებს
საკუთა მცირედი შეცდომებით.
|
მუშაობს და ავლენს დაინტერესებას დავალებისადმი, აკეთებს სწორ დასკვნა. გამოთქმული მოსაზრება ნათელი და გასაგებია
|
ჯგუფში მუშაობა
|
ვერ ახერხებს თანამშრომლობას
|
ცდილობს ითანამშრომლოს ჯგუფის წევრებთან
|
ახერხებს გარკვეული სამუშაოს შესრულებას.
|
გრძნობს პასუხისმგებლობას, ახერხებს თანამშრომლობას, ქმნის ჯგუფისთვის საჭირო პროდუქტს
|
ავლენს ლიდერის უნარ-ჩვევას, უკეთებს ორგანიზებას ჯგუფის წევრთა მუშაობას
|
პრეზენტაცია
|
უჭირს პასუხის გაცემა,საუბარი.
|
არის მცდელობა,
დაბნეულია და გაუგებრად საუბრობს. |
ხშირად ჩერდება და იმეორებს ერთსა და იმავეს.
|
გამართულად, დამაჯერებლად აკეთებს პრეზენტაციას, უშვებს
მცირდ შეცდომებს.
|
გამართული, ნათელი და გასაგებია წარმოდგენილი
საკითხები. საუბრობს დამაჯერებლად და დარწმუნებით.
|
შეფასების სქემა
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment