გაკვეთილის მთავარი თემა
|
ახალგაზრდობა -
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის
) რისკის ჯგუფი
|
საგანი/პედაგოგი
|
სამოქალაქო განათლება/ლაშა ბოლქვაძე
|
სწავლების საფეხური/კლასი
|
საშუალო/მე-10 კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
8 მოსწავლე/სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლე არ არის
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
ü მსოფლიოში დღეს არსებულ
პრობლემათა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ტრეფიკინგი (ადამიანით ვაჭრობა
არის), იგი სერიოზულ საფრთხედ რჩება, როგორც განვითარებადი, ისე ეკონომიკურად და
სოციალურად განვითარებული ქვეყნებისათვის.
|
გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგები
|
მოქ.X.6.
მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს მრავალფეროვან
საზოგადოებაში სამართლიანი ურთიერთობის უზრუნველყოფის საშუალებები.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
ახასიათებს საზოგადოებაში სამართლიანი ურთიერთობების
პირობებს და უკავშირებს მრავალფეროვნების ნიშნებს;
·
აკავშირებს თანასწორობის პრინციპსა და ურთიერთობათა
სამართლიანობის ნორმებს ერთმანეთთან;
ü მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ტრეფიკინგის შემადგენელი სამი ძირითადი
ეტაპის: გადაბირება, ტრანსპორტირება და
ექსპლუატაცია გაანალიზება
და გაცნობიერება, თუ როგორ უკავშირდება ეს სამი
ეტაპი ერთმანეთს;
ü
გაიგონ
რა საშუალებებით ხორციელდება ტრეფიკინგი და რა არის ტრეფიკინგის მიზანი.
|
წინარე ცოდნა შეფასების საგანი და პროცედურები
|
ü მოსწავლეებმა
იციან თუ რა არის ტრეფიკინგი.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
შეფასების საგანი იქნება: ტექსტზე მუშაობა, ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში,
დამოუკიდებელი მუშაობა, ჯგუფში მუშაობა, პრეზენტაცია
|
გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
|
სასკოლო სახელმძღვანელო, დამხმარე
სახელმძღვანელო, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სასწავლო ფილმი
„ადამიანით ვაჭრობა” (ტრეფიკინგი), საპრეზენტაციო პლაკატები, მარკერები.
|
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
|
გაკვეთილის A ფაზა _
გამოწვევა
აქტივობა 1 :
გონებრივი იერიში (5 წთ).
ასოციაციები სიტყვაზე
„ტრეფიკინგი.“
გაკვეთილის B ფაზა _ ცოდნის კონსტრუირება
აქტივობა 2 :
ტექსტში მოცემული სქემის გაცნობა და განხილვა. მოსწავლეები ეცნობიან და განიხილავენ
სახელმძღვანელოში მოცემულ სქემას ტრეფიკინგის განხორციელების ეტაპების, საშუალებებისა
და მიზნების შესახებ (5 წთ).
აქტივობა 3: ტექსტზე მუშაობა - ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის
გაცნობა და ზოგადი მიმოხილვა (5 წთ).
აქტივობა
4: სასწავლო ფილმის ჩვენება
„ადამიანით ვაჭრობა” (ტრეფიკინგი) (10 წთ).
გაკვეთილის C ფაზა _
რეფლექსია
აქტივობა 5 : კითხვა-პასუხი (5წთ)
1.რა ფაქტორები განაპირობებს
რომ, მოქალაქე იქცეს ტრეფიკინგის
მსხვერპლად.
2.ტრეფიკინგის
პრევენციის გზები და საშუალებები.
აქტივობა 6 : ჯგუფური
მუშაობა(5 წთ).
მოსწავლეები იყოფიან ორ ჯგუფად და შეაჯერებენ
მოსაზრებას ტრეფიკინგის გამომწვევ ყველაზე მთავარ ფაქტორთან და მისი
გადაწყვეტის საშუალებებთან დაკავშირებით.
აქტივობა 7: პრეზენტაცია (5 წთ)
აქტივობა 8: საშინაო დავალება (2 წთ)
მოსწავლეებს საშინაო
დავალებად ეძლევათ მოამზადონ პლაკატი ტრეფიკინგის თემაზე, მოიფიქრონ კონცეფცია-
როგორი იქნება პლაკატის ძირითადი გზავნილი -სლოგანი? როგორი იქნება ფოტოს ან
ნახატის ძირითადი იდეა.
აქტივობა 9: შეფასება (3 წთ)
|
გაკვეთილის გეგმა
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment